Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლამარა გეგეჭკორი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1956 წელს. 1967 წელს მისი ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა უცხოურ ენებზე ზეპირმეტყველების ლაბორატორია, რომელიც 1982 წელს გადაკეთდა უცხოური ენების ინტენსიური სწავლების რესპუბლიკურ ცენტრად. 1988 წლიდან ლამარა გეგეჭკორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენის კათედრის გამგე. მას დამუშავებული აქვს უცხოური ენების ინტენსიური სწავლების ახალი მეთოდური სისტემა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა საზღვარგარეთის ქვეყნებში. ფრანგულიდან თარგმნა ჰ. ფოგტის "ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა" (1975). პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1980). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.573 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |