The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ტატიშვილი

დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:1971  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

1936-1938წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში, რომელიც 1939 წელს გადაკეთდა თეატრალურ ინსტიტუტად.

1940 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში; 1941 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გელა (ა. წერეთლის "პატარა კახი"), მათია და ონისე (ალ. გაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), დათო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), დიტო, გელა (ს. შანშიაშვილის "არსენა" და "კრწანისის გმირები"), ანდრო (გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), რომანოზი (თ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), გერვასი (კ. ჭავჭანიძის "თბილისელი ქალიშვილი"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), წიწოლა (დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი"), გივი (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ართავაზა (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.47

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: