The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ გეგეჭკორი

ოთარ გეგეჭკორი
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1917  (108 წლის)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

სწავლობდა ლენინგრადის კინოსაინჟინრო ინსტიტუტში.

1937-1941 წწ. მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში. 1941-1956 წწ. იყო არმიის რიგებში. 1956 წლიდან კვლავ კონცერნ "ქართულ ფილმში" მოღვაწეობდა როგორც ხმის ოპერატორი. გახმოვანებული აქვს  მხატვრული ფილმები: "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე..."(1958), "ჭიაკოკონა"(1961), "ჯარისკაცის მამა"(1964), "გიორგობისთვე"(1966), "ფიროსმანი"(1969), "ჩერმენი"(1970), "იყო შაშვი მგალობელი"(1970), "დაისი"(1971), "ჩარი-რამა"(1972), "ღამის ვიზიტი"(1974), "მგლის ლეკვები"(1977). მულტიპლიკაციური ფილმები: "საყვირის შემდეგ"(1959), "მამაცი ვაჟა"(1965), "ო, მოდა, მოდა!"(1968), "ახალი მთვარე"(1972), "ყინულის პაპის საჩუქარი"(1974) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ხმის ოპერატორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.573; ეროვნული ფილმოგრაფია : www.geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: