The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი გედევანიშვილი

დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1918  (106 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოგილიოვი, ბელარუსი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს.

II მსოფლიო ომის დროს სამედიცინო-სანიტარული რაზმის განყოფილების, შემდეგ კი ტყვეთა ბანაკის სანიტარული ნაწილის უფროსი იყო. 1946-1953 წწ. მუშაობდა ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, 1953-1961 წწ. თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ზოოლოგიის კათედრაზე, 1961-1987 წწ. იყო ამ კათედრის გამგე, ხოლო 1987 წლიდან კათედრის პროფესორი. იგი სწავლობდა ნერვული ტროფიკისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ნეიროჰუმორალური რეგულაციის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. ვ. ვორონინის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1987). პათოფიზიოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.575

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: