შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ვაისერმანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი 1915 წელს. უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა ხარკოვში, სადაც შევიდა ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1917 წელს გაწვეულ იქნა ჯარში. 1919 წელს ექსტერნად ჩააბარა გამოცდები თბილისის უმაღლეს პედაგოგიურ კურსებზე და მიიღო ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის წოდება. 1927 წელს შეთავსებით დაიწყო მუშაობა თვითმოქმედ წრეში, რომელიც იმავე წელს გადაკეთდა რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრად. ამ თეატრის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. აქ მან დაიწყო მოღვაწეობა როგორც პედაგოგიური ნაწილის გამგემ. 1935 წლიდან ის დაინიშნა თეატრის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. 1950-1953წწ. იყო გრიბოედოვის თეატრის დირექტორი, ხოლო 1953-1962წწ. კვლავ რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორი. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.29 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |