The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მოლარიშვილი

დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1911  (112 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხორეთი, ლანჩხუთის რაიონი.

1937 წლიდან იყო ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრის მსახიობი, სადაც შეასრულა შემდეგი როლები: ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ალისი (ჯ. გოუსა და ა. დიუსოს "ღრმა ფესვები"), რუსუდანი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), კეკელა, მაგდანა (შ. დადიანის "გუშინდელნი", "ნაპერწკლიდან"), პელო (ვ. კანდელაკის "სარეველა"), ვალია (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), გულიყო ("ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), მარო (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), დარია (გ. შატბერაშვილის "რკინის პერანგი"), მარიამი (ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი"), ქრისტინე (პ. ირეთელის "ქრისტინე"), ელიკო (ი. ვაკელის "ძალად ექიმი"), ნატალია (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ირინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), რუსუდანი (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.49

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: