The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ნიკოლოზ ტროიანოვი

ნიკოლოზ ტროიანოვი
დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:25 მარტი, 2016  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოსიცკოე, ლენინგრადის ოლქის პატეცკის რაიონი.

1940 წელს დაამთავრა სოფ. კოსიცკოეს საშუალო სკოლა; 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1946-1950წწ. სწავლობდა მოსკოვის მცირე თეატრთან არსებულ მ. შჩეპკინის სახელობის სათეატრო სასწავლებელში.

1950-1960წწ. მსახიობად მუშაობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პეტრე (მ. გორკის "უკანასკნელნი"), ნიკოლაი კორშუნოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ტრეპლიოვი (ა. ჩეხოვის "თოლია"), ზვინარი (სტეპანოვის "პორტარტური"), თორღვა (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), დონ ხუანი (კალდერონის "სიყვარულთან არ ხუმრობენ") და სხვა; ამავე პერიოდში პარალელურად მუშაობდა ყოფილ პლეხანოვისა და ა/კ რკინიგზის სამმართველოს კლუბთან არსებულ დრამატულ წრეებში, როგორც რეჟისორი, სადაც დადგა სპექტაკლები: "ა. ოსტროვკის "ჭექა-ქუხილი", "შულგინას ქორწინება", ა. აფინოგენოვის "მაშენკა" და სხვა; 1960 წლიდან იყო ქ. ნიკოლაევის (უკრაინა) ვ.პ. ჩკალოვის სახელობის თეატრის მსახიობი; 1964 წელს დააარსა მშენებელთა კულტურის სახლთან არსებული დრამატული სტუდია, 1969 წლიდან - სახალხო დრამატული თეატრი; 1974 წელს დატოვა თეატრის პროფესიონალურ სცენა და გააგრძელა მოღვაწეობა თავის დაარსებულ სახალხო თეატრში, სადაც ასზე მეტი სპექტაკლი დადგა (ერთაქტიანი და მრავალაქტიანი, უმეტესად კლასიკოსი მწერლების); მის კალამს ეკუთვნის ოცამდე პიესა, გამოსცა ექვსი წიგნი, გამოაქვეყნა თორმეტი ნაწარმოები თეატრისთვის.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.49; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია :  ru.wikipedia.orginshe.tv/society

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ქ. ნიკოლაევის საპატიო მოქალაქე
  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ბოგდან ხმელნიცკის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: