The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ბაღათურია

ოთარ ბაღათურია
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი.

1959-1963წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

1963 წლიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. 1982 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გურამი (თ. მაღალაშვილის "სადა ხარ სოფიკო"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ასიკო, ლევანი (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", "ქამუშაძის გაჭირვება"), კოლპაუნი (მაინ რიდის "უთავო მხედარი"), ინგლისელი სარდალი (შილერის "ორლეანელი ქალწული"), ლეანდრი (მოლიერის "სკაპენის ოინები"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), რაზმელი (ლ. სამსონაძის "ბედნიერი ბილეთი"), ქალაქის მერი (ბრეხტის "სიმონა მაშარის სიზმრები"), მამუკა (რ. მამულაშვილის "ძია ელიოზი"), მურტალო (ნ. დუმბაძის "კუკარაჩა"), დათიკო (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს") და სხვა; რეჟისორული ნამუშევრები: მოზარდ მაყურებელთა თეატრი: კ. ხოინსკი "ღამის ამბავი" (1981), ვლადიმერ ტენდრიაკოვი "ბანკეტი" ინსცენირება: ერლომ ახვლედიანი, ოთარ ბაღათურია (1995), ოთარ ბაღათურია "ამიკო" (1997, 2014), იაროსლავ სტელმახი "ავი ლომისგან დღეს, ვინ გადაარჩენს ტყეს?" ინსცენირება – ოთარ ბაღათურია (1998, 2017), დავით კლდიაშვილი "დარისპანის გასაჭირი" (2000), ვაჟა–ფშაველა "სათაგური " ინსცენირება – ოთარ ბაღათურია (2008), ნოდარ დუმბაძე "კუკარაჩა" რეჟისორი შალვა გაწერელია, აღადგინა ოთარ ბაღათურიამ (2013), იაკობ გოგებაშვილი "იავნანამ რა ჰქმნა" (2013), შარლ პერო "წითელქუდა" (2014), "მეფე ლირი თავშესაფარში" - პიესის ავტორი და რეჟისორი ოთარ ბაღათურია (2015), ილია ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით - "სარჩობელაზედ" (2016), ვაჟა-ფშაველა "ჩხიკვთა ქორწილი" ინსცენირება - ოთარ ბაღათურია (2018); ლიტერატურული თეატრი: იაკობ გოგებაშვილი "იავნანამ რა ჰქმნა?" (2007), ვაჟა–ფშაველა "შვლის ნუკრის ნაამბობი" (2008), სულხან–საბა ორბელიანი "სიბრძნე სიცრუისა" (2008), ვაჟა–ფშაველა "ჩხიკვთა ქორწილი" (2009), ოთარ ჩხეიძე "მამაშვილობას" (2010), ოთარ ჩხეიძე "გრაგნილი" (2011); თეატრალური უნივერსიტეტი: დავით კლდიაშვილი "დარისპანის გასაჭირი" (1984, 1989), ანტონ ჩეხოვი "სამი და" დადგმა ლილი იოსელიანისა (პედაგოგი – ოთარ ბაღათურია, 1988), ვლადიმერ ტენდრაკოვი "ბანკეტი" (1988), დავით კლდიაშვილი "ქამუშაძის გაჭირვება" (1989), ანტონ ჩეხოვი "'თოლია" (1992); სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო თეატრი: ოთარ ბაღათურია "ამიკო" (2007), ოთარ ბაღათურია "ზღაპარ იყო" (2004),  ოთარ ბაღათურია "მეფე ლირი თავშესაფარში" (2004), ინსცენირების ავტორი "ჭურში" (2011), ვაჟა– ფშაველა "ვაჟა", ინსცენირების ავტორი (2012); ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი: დავით კლდიაშვილი "ირინეს ბედნიერება" (1992), ვაჟა–ფშაველა "სათაგური" (2010); მესხეთის თეატრი: ოთარ ბაღათურია "მეფე ლირი თავშესაფარში" (2004); თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრი: ვაჟა–ფშაველა "სათაგური" (2011). გადაღებულია ფილმებში: "ვერსათრიელა" (1982), "მდგმურები" (1989), "ციხე-სიმაგრე" (1993); სცენარის ავტორი და დამდგელი რეჟისორია ფილმის "ბოთე" (1995).

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.51; მოზარდ მაყურებელთა თეატრი: mozardi.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    მ. ჯაფარიძის "ჩვენებურებში" მინაგოს როლის შესრულებისთვის
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია

გააზიარე: