შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია მაღლაკელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მე-6 ქალთა საშუალო სკოლა 1954 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1962 წელს. მუშაობდა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში, სადაც შეასრულა შემდეგი როლები: ლელა (დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი"), ქალიშვილი (ნ. ჰიქმეთის "დამოკლეს მახვილი"), ქრისტინა (სერვანტესის "სალამანდრის გამოქვაბული") და სხვა. 1964 წელს რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. აქ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მერი უორენი (ა. მილერის "სეილემის პროცესი") სოფლელი გოგონა, მოტირალი, წერო (სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა", მელა (ა. ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"), გულქანა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ძიძა (ჟ. ანუის "მედეა"), ლუბა ნოდია, ნუნუ ექიმი (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე", "საბრალდებო დასკვნა"), გულთმაზე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე) და სხვა. გადაღებულია კინოფილმებშიც. მათ შორის აღსანიშნავია სოფიო მკითხავი ("დიდი მწვანე ველი"), ბეიბი ("ძველი მორალი"). 1973 წელიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სასცენო მეტყველების პედაგოგი, დოცენტი (1993). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.31; ეროვნული ფილმოგრაფია geocinema.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.588 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |