The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავქსენტი მიქავა

Date of birth:1906  (118 years)
Date of death:19??
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აბედათი, მარტვილის რაიონი.

ცხრამეტი წლის ჭაბუკი სოხუმთან ახლოს მდებარე სოფელ ლეჩქოფის ახალგაზრდათა გუნდში მღეროდა; გუნდის ხელმძღვანელი იყო სანდრო ოჩიგავა; იგი სოხუმის პედტექნიკუმშიც ხელმძღვანელობდა გუნდს; მან სოფლელი და ქალაქელი მომღერლების გუნდები შეაერთა და 1926 წელს პირველი გამარჯვება მოაპოვებინა, გუნდის წამყვან მომღერლად კარგი ხმის და ფაქიზი სმენის პატრონი ავქსენტი მიქავა ითვლებოდა; ის სოფლურ სიმღერებს ასრულებდა და თან დუეტებსა და ტრიოებშიც მონაწილეობდა; სამხედრო სამსახურში მან თბილისის პირველ ქართულ მსროლელთა ლეგიონში ორმოპცდაათკაციანი მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა; 1931 წელს პლატონ ფანცულაიამ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მიიწვია სოლისტ-მომღერლად; სოხუმის პედინსტიტუტის დაარსებისთანავე შექმნა შერეული ანსამბლი, რომელიც საქართველოს ყველა კუთხის სიმღერებს ასრულებდა, აქ მან მრავალი მომავალი მომღერალი და ლოტბარი გამოავლინა და გზა დაულოცა; იყო თვითმოქმედი კომპოზიტორი; მის სიმღერებს: "საკოლმეურნეო", "სატრფიალო", "სახუმარო", "მეურმის სიმღერა" და სხვა სიმღერებს ანსამბლები დღესაც ასრულებენ; 1955 წელს მოსკოვის კინოსტუდიამ აფხაზეთის ანსამბლის შესრულებით და ავქსენტი მიქავას დირიჟორობით მრავალი სიმღერა ჩაწერა; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 157

Awards and Honors

  • 1956 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1955 - აფხაზეთის დამსახურებული არტისტი

Share: