The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისაბედ თვალთვაძე

დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1911
გარდაცვ. თარიღი:1969  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა სენაკის მესამე შრომის სკოლა 1927 წელს.
1923-1937წწ. მონაწილეობას იღებდა სენაკის კლუბთან არსებული დრამატული წრის წარმოდგენებში; სხვადასხვა წლებში მსახიობად მუშაობდა სენაკის (1937-1939), ფოთის (1939-1942), ქუთაისის (1942-1953) თეატრებში; 1953 წლიდან გარდაცვალებამდე ფოთის თეატრში მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ქრისტინე, ფაცია (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია" და "გუშინდელნი"), გაიანე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ძიძია (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ციცინო (ვ. დარასელის "გამახარე"), შელიავინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ლიუსელი (მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო"), ივდითი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ბეატრიჩე (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.52

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: