შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია მახვილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქალთა 23-ე საშუალო სკოლა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949 წელს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქრისტინე (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ვარდო (გ. მდივნის "ვარდო"), ჟენია (სოფრონოვის "მოსკოვური ხასიათი"), თინა (გ. შატბერაშვილის "ძველი სახლი"), ფატი (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?"), თებრო (ს. შანშიაშვილის "ახალი ფუძე"), ნაზიკო (ვ. პატარაიას "სანაპიროზე"), ვიოლა (შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), ეთერი (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ეთერი (კ. ბუაჩიძის "ვარდი ასფურცლოვანი"), იაზგული (ჰ. მუხთაროვის "ოჯახის ღირსება"), დონა ანა (მორეტოს "ცოცხალი პორტრეტი) მაია (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი) და სხვა. გადაღებულია რამდენიმე კინოფილმში: მათ შორის აღსანიშნავია: დედა ("მონანიება", 1984). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.32; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.623 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |