Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სამსონ ჭანბა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ათარა, ოჩამჩირის რაიონი. 1920-1930წწ. რედაქტორობდა აფხაზურ გაზეთს "აფცნი ყაფშს". 1934-1937წწ. იყო აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის თავჯდომარე. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი ნაწარმოებები: "მთის ქალწული", "სეიდიყი", "ოჰ აკაჰ ალაჰ", "პაპისეული კერიის ქვა". იყო აფხაზური დრამატურგიის ფუძემდებელი. ავტორია პიესების: "განდევნილი" (1920), "აფსნი პანუმი" (1923), "ღმერთი საბაოთი" (1927), წარსულიდან (1929), "კიარაზი" (1931). სოხუმის აფხაზური თეატრის სცენაზე 30-იან წლებში დაიდგა მისი შემდეგი პიესები: "მახაჯირები", "აპსნი ხანუმ", "სეიდიყ". 1967 წელს სოხუმის სახელმწიფო თეატრს მიენიჭა მისი სახელი. დააპატიმრეს და დახვრიტეს სტალინური რეპრესიების დროს. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.35 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |