შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტატა შაფათავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1938 წელს; 1945-1949წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1955 წლამდე მუშაობდა იმავე ინსტიტუტში თეატრის ისტორიის პედაგოგად. 1955-1959წწ. პედაგოგად მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის სტუდიაში; 1959 წლიდან კითხულობდა ესთეტიკის კურსს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მის კალამს ეკუთვნის რეცენზიები და სტატიები საქართველოს თეატრების დადგმებზე; დაწერილი აქვს წიგნი "ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი (1958). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.53 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |