The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტატა შაფათავა

ტატა შაფათავა
ოფიციალური სახელი:ელენე შაფათავა
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:1973  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1938 წელს; 1945-1949წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1955 წლამდე მუშაობდა იმავე ინსტიტუტში თეატრის ისტორიის პედაგოგად.

1955-1959წწ. პედაგოგად მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის სტუდიაში; 1959 წლიდან კითხულობდა ესთეტიკის კურსს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მის კალამს ეკუთვნის რეცენზიები და სტატიები საქართველოს თეატრების დადგმებზე; დაწერილი აქვს წიგნი "ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი (1958).

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.53

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: