The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო გოცირიძე

სერგო გოცირიძე
Date of birth:13 February, 1940  (85 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს.

1970-1982წწ. მუშაობდა მშენებლობაზე, გეოლოგიურ პარტიებში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, საპროექტო ინსტიტუტ "თბილზნიიეპში", ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1982-1983წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს სასოფლო და წყალსამეურნეო მშენებლობის განყოფილების უფროსი რეფერენტი; 1983-1988წწ. მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის განყოფილებაში ინსტრუქტორად; კურირებდა ჰიდრომელიორაციულ მშენებლობას, წყალთა მეურნეობას, ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურს და ბუნების დაცვას; გადაყვანილ იქნა მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილებაში, რესპუბლიკის კომუნიკალური მეურნეობის კურატორად; 1988 წლის გადაყვანილ იქნა საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილედ; 1991 წლიდან დაინიშნა ქ. თბილისის ვიცე-მერად კომუნიკალური მეურნეობის, კულტურის, ჯანდაცვის, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დანერგვის, მშენებლობის საკითხებში; 1994 წლიდან იყო კონცერნ "საქსოფლმშენის" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო 1995 წლიდან - საქართველოს ბიზნესის განვითარებისა და კოორდინაციის საერთაშორისო ცენტრის გენერალური დირექტორია; 1997 წლიდან 1998 წლამდე მუშაობდა ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზების" მარკეტინგის სამსახურის უფროსად; 1999-2006წწ. - ტელესაკომუნიკაციო კომპანია შპს "იბერიატელის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილედ; 2008 წლიდან დღემდე არის ნიუ-ორკის გამომცემლობა "Nova SWcience Publishers"-ის წარმომადგენელი საქართველოში და სამეცნიერო ჟურნალ "GeorgianInternational Jurnal of Science and Technology"-ის რედაქტორი. ქ. კიევში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის დარგში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.167


Share: