შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე გრემელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შალაური, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტორის სპეციალობით 1977 წელს. 1980 წლამდე მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად; 1980-1993წწ. მუშაობდა ძეგლთა დაცვის სამმართველოს საპროექტო-სარესტავრაციო ინსტიტუტ "საქრესტავრაციაში" არქიტექტორ-რესტავრატორად, განყოფილების გამგედ; 1993 წლიდან, ჯერ საპროექტო ინსტიტუტ "საქრესტავრაციის", შემდეგ კი "ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრის" დირექტორი იყო; შესრულებული აქვს ქართული ხუროთმოძღვრების ოცდაათამდე ძეგლის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-სარესტავრაციო სამუშაოები. მათ შორის: გელათის სამონასტრო კომპლექსის, გეგუთის არქიტექტურული კომპლექსის, ბაგრატის ტაძრის, ძველი ქუთაისის საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და სხვა; 1993 წლიდან ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს წევრია; პროფესიული შრომითი საქმიანობის პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1996-1997წწ. იყო ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის დაცვის კანონზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.168 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |