Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ გრიგოლია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტის მშენებლობის ფაკულტეტი 1959 წელს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1981 წელს. 1959-1965წწ. მუშაობდა რუსეთში, სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროში; იყო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1965-1968წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის ფოთის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1968-1979წწ. იყო საქართველოს მშენებლობისა და სახელმწიფო ბანკების ფოთის განყოფილების მმართველი; 1979-1980წწ. ხობის საკოლმეურნეობათაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე; 1980-1983წწ. იყო ფოთის გემთმშენებელი ქარხნის დირექტორის მოადგილე მშენებლობისა და კადრების დარგში; 1983-1995წწ. სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველის მოადგილე; მონაწილეობდა სასტუმრო "ივერიის" (ქობულეთში), შავღელისა და პირველი მაისის დასახლებების, აგურის კომბინატის (ხობის რაიონში), რკინაბეტონის ქარხნის (აბაშის რაიონის სოფ. ქოლობანში), მდინარე ყვირილას სათავე ნაგებობის, მდინარე ცხენისწყლის ნაპირგამაგრების სამუშაოების (ცაგერის რაიონში), კინოთეატრის (ფოთში) და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.169
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |