შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ გრიგოლია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1961 წელს. 1961 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტში რიგით და უფროს ინჟინრად; 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სისტემაში. განვლო ყველა პროფესიული სამსახურეობრივი საფეხური სამუშაოთა მწარმოებლიდან N4 სახლსაშენ კომბინატ "ლილოს" მმართველის პოსტამდე; კომბინატის პრივატიზაციის შემდეგ სს "ნაძალადევის" დირექტორი იყო; არის საქართველოს მაღლივი, ჩარჩოიანი და ჩარჩომობმული მშენებლობის ერთ-ერთი მესაძირკვლეთაგანი; 1980-1986წწ. გ. კიზირიასთან. მ. მარჯანიშვილთან, ა. ყაჭეიშვილთან და დ. ჯობავასთან ერთად, ამუშავებდა და ნერგავდა უშუალოდ მშენებლობაზე ანაკრებ-მონოლითურ, წინასწარდაძაბულ საძირკვლებს ჩარჩოიანი და ჩარჩომობმული კარკასული შენობა-ნაგებობებისთვის; ამ მეთოდს, რომლითაც თბილისში ათობით მაღლივი საცხოვრებელი სახლი აშენდა, ფართო გამოხმაურება ჰქონდა სამშენებლო სფეროს სამეცნიერო და საინჟინრო წრეებში; არის არაერთი ლიცენზირებული გამოგონების ავტორი; გამოცემული აქვს სახელმძღვანელო "შენობა-ნაგებობათა ავარიები, აღდგენა-გაძლიერება და ახალი კონსტრუქციები". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.169; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.273 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |