Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ გრიგორაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საინჟინრო ჰიდროლოგიის სპეციალობით 1965 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1983 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში: N4 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად (1965); 1967-1971წწ. ამავე სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენში" - მასალების ნორმირებისა და მშენებლობის ხარისხის ინჟინრად, N1 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, N13 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში - სამუშაოთა მწარმოებლად; 1972-2003წწ. ამავე ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში - უბნის უფროსად, N2 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ამავე ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს, შემდეგ N21 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 2003-2004წწ. იყო "ქართუ ჯგუფის" მშენებლობის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 2004-2007წწ. შპს "აქსისის" მთავარი ინჟინერი; 2007-2010წწ. ხელმძღვანელობდა "ბიზნეს-კომფორტის" მშენებლობას; 2010-2012წწ. "ინტერნეიშენალ კონსტრაქშენ ჰოლდინგის" პროექტის ტექნიკური მენეჯერი იყო; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა: სახელმწიფო დასასვენებელი კომპლექსის (მიუსერაში), გაეროს წარმომადგენლობისა და ინტერპოლის შენობები (თბილისში), თბილისის სამხატვრო აკადემიის, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის, გამოთვლითი მანქანების ქარხნის, თბილისის ზღვის დასასვენებელი კომპლექსის, მიქელაძის სახელობის ტექნიკური ბიბლიოთეკის, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ლაბორატორიული კორპუსის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მე-4 სამმართველოს რესპუბლიკური საავადმყოფოს, ლილოს ლუდის ქარხნის, ბიზნესცენტრის (სოლოლაკში), საწარმოო ბაზის (საჩხერესა და თბილისში), ურეკისა და ბაკურიანის სასტუმრო კომპლექსების, ეხვევისა და დირბის ეკლესიების, შ. რუსთაველის, კ. მარჯანიშვილისა და ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო თეატრის, კოპიტნარის აეროდრომისა და თბილისის N4, ქუთაისის N3 ბრიგადების ყაზარმული და სამეურნეო შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია და მშენებლობა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.169-170
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |