შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიანაშვილი დავით![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1930 წელს. 1924 წელს დაიწყო მუშაობა ბათუმის თეატრში მხატვარ-გამფორმებლად, პარალელურად განახორციელა დადგმები ქუთაისის თეატრში. 1929 წელს მის მიერ გაფორმებული იყო კ. დოღონაძის ქუთაისის სატირის თეატრის მთელი პროგრამა. ამავე წელს მიწვეულ იქნა სოხუმის თეატრის მხატვარ-გამფორმებლად. 1940 წლიდან მუშაობს: ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის, სანკულტურის, გორის, ჭიათურის, ფოთის, თელავის, ცხინვალის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ახალციხის და სხვა თეატრებში. დ. მირიანაშვილს გაფორმებული აქვს 200-მდე სპექტაკლი. მათ შორის-ქუთაისში(1926-1950): ვიგებოილის "ვინ არის ყველაზე სულელი", შ. დადიანის "გუშინდელნი", მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები", ბ. ლავრენიოვის "რღვევა" და ა. შ.; სოხუმის ქართულ დრამატულ თეატრში(1929-1940): პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", გრ. რობაქიძის "ლამარა", დ. ერისთავის "გაყრა", ფ. შილერის "ყაჩაღები", "ფიესკოს შეთქმულება", შ. დადიანის "გუშინდელნი", ვოინიჩის "კრაზანა" და სხვ.; ჭიათურის თეატრში(1950-1951): ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო", ვოინიჩის "კრაზანა", ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა", აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი", ა. სუმბათაშვილის "ღალატი"; თბილისის ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრში: ა. ტოლსტოის "ოქროს გასაღები", ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში", აკ. წერეთლის "ნათელა" და სხვ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ. 46 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |