The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი გუგუციძე

დიმიტრი გუგუციძე
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1930  (95 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო საწარმოთა მშენებლობის სპეციალობით 1954 წელს.

მუშაობდა ქ. დონეცკში ღრმა შახტების მშენებლობაზე მთავარ ინჟინრად; 1957-1959წწ. უშუალოდ მონაწილეობდა ღრმა ვერტიკალური ჭაურების ჩქაროსნული გაყვანის ორი მსოფლიო რეკორდის დამყარებაში; მუშაობდა სამხედრო ბალისტიკური რაკეტების ბაზების მშენებლობაზე ყოფილი სსრ კავშირის სტრატეგიულ ადგილებში; ყარაღანდის ნახშირის აუზში აშენებდა ახალ შახტებს; 1966 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, სადაც დაინიშნა სამშენებლო სამმართველოს უფროსად; იყო ამავე სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "მიწისქვეშა სპეცმშენმონტა
ჟის", ტრესტ "საშენი მასალებისა" და გაერთიანება "მრეწვრკინიგზის" გენერალური დირექტორი; მუშაობდა ცეკავშირის სისტემაში, სამშენებლო ტრესტ "კოოპმშენის" მმართველად; მისი ხელმძღვანელობით მოეწყო საკომუნიკაციო სისტემები გლდანის IV, VI, VII, VIII მიკრორაიონებში, ლილოს დასახლებაში, თემქის, ვაზისუბნის, ვარკეთილის, ბახტრიონისა და დიდი დიღმის მშენებარე მიკრორაიონებში; საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე აშენებდა მნიშვნელოვან ობიექტებს - ქარხნებს, სავაჭრო კომპლექსებს, მრავალსართულიან სახლებს; მონაწილეობდა სახელმწიფო ფილარმონიისა და გუდაურის კომპლექსის მშენებლობაში; მუშაობდა სს "მშენებელი -1996"-ის გენერალურ დირექტორად; არის გამოგონებების, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.171; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.240

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ბრინჯაოს მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: