The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაიდა კვიჟინაძე

ირაიდა კვიჟინაძე
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაბაროვსკი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1964) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი (1967).

1967 წლიდან გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანისნავია: მის პიერი (ჯ. პატრიკის "უცნაური მისის სევიჯი"), მაია (დ. უგრიუმოვის "ზარი ცარიელ ბინაში"), მის პოუნი (ა. მიროდანის "ცნობილი 702"), ზედამხედველი (ტ. უილიამსის "ტრავმაი სურვილი"), ელენე (შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი"), კეტ (ა. რანეტის "კრიმინალური ტანგო"), კაზაჩკა (ვ. დარასელის "კიკვაძე"), დარეჯანი (შ. შამანაძის "ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში"), ქალი (ა. კრისტის "მახე"), მარგო(ნ. დუმბაძის "მარადისობის კანონი"), ნატალია განჩაროვა (ვ. კოროსტილოვის "პუშკინი"), მარგარიტა(ნიკალაის "წმინდა ოჯახი") და სხვ.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ. 50; кино-театр. ру: kino-teatr.ru წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.168

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების მედალი
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: