The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გულორდავა

გიორგი გულორდავა
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1989 წელს.

1990-1998წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში; 1998-2004წწ., როგორც შპს "მშენებელიXXI"-ის და "დაგის" დამფუძნებელს, შესრულებული აქვს თბილისის ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამშენებლო სამუშაოები; ასევე, მისი მონაწილეობით აშენდა ქ. თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები; მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მინიჭებული აქვს ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.172


გააზიარე: