შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გუმბერიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამშენებლო და საგზაო მანქანებისა და მოწყობილობის სპეციალობით 1960 წელს. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" სისტემაში; იყო N131 და N243 სამშენებლო სამმართველოს მთავარი მექანიკოსი, მექანიზაციის სამმართველოს უფროსი, ტრესტის მთავარი ენერგეტიკოსი; 1997 წელს დაინიშნა სს "ტრანსმშენის" მექანიზაციის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროთა დირექტორად; უშუალოდ მონაწილეობდა თბილისის საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო ვაგზლების, მარაბდა-ახალქალაქის ახალი სარკინიგზო ხაზის, მეორე სარკინიგზო ლიანდაგების ელექტროფიცირებაში, დომბაისა და ბაკურიანის ახალგაზრდული საერთაშორისო ბანაკების, თბილისსა და ზესტაფონის რკინიგზის საავადმყოფოების, საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში; თბილისის მეტროპოლიტენის დეპოს, ელმავალმშენებელი და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნების რეკონსტრუქციაში; ქ. ლენინაკანის (სომხეთი) მიწისძვრისა და აფხაზეთის საომარი მოქმედებების შედეგად დანგრეულ-დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და საცხოვრებელი სახლების (სოხუმი) აღდგენაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. 2017.-გვ.172-173; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.288 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |