The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გუმბერიძე

მიხეილ გუმბერიძე
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ბაღდადის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგება და კანალიზაციის სპეციალობით 1956 წელს.

მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის თბომეურნეობის სამმართველოში ინჟინრად, მთაწმინდის რაიონის საბინაო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1958-1968წწ. "თბილკანალტრესტის" მეორე საექსპლუატაციო კანტორის უფროსი იყო; 1969-1972წწ. "თბილკანალტრესტის" ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1973 წელს დაინიშნა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის "თბილკანალტრესტის" მთავარ ინჟინრად, ხოლო 1998 წლიდან შპს "თბილწყალკანალის" წყალნარინების ქსელების საექსპლუატაციო საწარმოს დირექტორად; მიღებული აქვს სხვადასხვა სამთავრობო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.173

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: