Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოდერძი გუნცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ახალი ათონი, აფხაზეთი. დაამთავრა ვორონეჟის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტი 1972 წელს. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს ("საქმთავარმონტაჟსპეცმშენის") ქუთაისის სამონტაჟო სამმართველო "ლითონკონსტრუქციის" სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, შპს "ფოლადმონტაჟის" დირექტორად; მისი უშუალო მონაწილეობით დამონტაჟდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა, ზუგდიდის ფაიფურის, ქუთაისის საავტომობილო და მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ქარხნები, გაგრის ბალნეოლოგიური კლინიკა, დასასვენებელი სახლების კომპლექსი გაგრასა და მიუსერაში, სახლსაშენი კომბინატები სოხუმსა და ბზიფში, სუფსის ნავთობსადენის ზესტაფონის სადგური, ფოთის ტელეანძა და ტერმინალი, შორაპნის ელემენტების ქარხანა და სხვა წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.173 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |