შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გერა ხეჩინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა ს. მ. კიროვის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1948 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს საპროექტო ინსტიტუტ საქგიპროშახტში, სადაც გაიარა გზა რიგითი არქიტექტორიდან ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორამდე. 1962-1967 წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ექსპერიმენტულ ინსტიტუტში. მის მიერ დაპროექტებული და აშენებულია ობიექტები როგორც საქართველოში - თბილისში, გაგრაში, ტყვარჩელში, ტყიბულში, წყალტუბოში, ბორჯომში, ყვარელში და სხვა, ასევე ყოფილ საბჭოთა კავშირის ქალაქებში - კისლოვოდსკში, სოჭში, ესენტუკში, პიატიგორსკში, ჟელეზნოვოდსკში, მახაჩყალაში და სხვა. იგი ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსში, სადაც მიღებული აქვს პრემიები და ჯილდოები. ნამუშევრები: მადნეულის დასახლების გენერალური გეგმა (1963-1964, ბ. ინაშვილთან, დ. ოდიშარიასთან, კ. ჩხეიძესა და კ. ხატიაშვილთან ერთად), ყვარლის ქინძმარაულის ღვინის ქარხნის სადეგუსტაციო დარბაზის მიწისქვეშა ნაგებობა (1965), საჰაერო საბაგირო გზების სადგურები გაგრასა (თ. გუნიასთან ერთად) და სოჭში (რ. ბერიძესთან და გ. ნადირაძესთან ერთად) და სხვა. მრავალი სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტის პროექტის ავტორი. 1999 წელს მან შექმნა არქიტექტურული და მხატვრული გაფორმების სამუშაოების წარმოებისთვის საკუთარი ფირმა "მუზა", სადაც სიცოცხლის ბოლო დღემდე აგრძელებდა მოღვაწეობას. არის რუსეთის "სახმშენის" პრემიის ლაურეატი (1983). 2004 წელს თბილისში, საქართველოს ეროვნულ გალერეაში შედგა გერა ხეჩინაშვილის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.474; ქართული პრესისის ელექტრონული არქივი : www.opentext.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.118 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |