The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ცერაძე

გივი ცერაძე
ოფიციალური სახელი:ვასილ ცერაძე
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:1987  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

1950 წელს ვაჟთა მე-2 საშუალო სკოლის და მ. ტუგანოვის სახელობის სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1950-1956წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. მისი სადიპლომო ნამუშევარი "ჩემი სამშობლო" (პეიზაჟების სერია) ექსპონირებულ იქნა მოსკოვის გამოფენაზე.

1961-1974წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის მთავარ მხატვრად; 1958-1979წწ. მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში; 1969-1975წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ფერწერის კურსს კითხულობდა. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში: ა. კრონინის "ბროუდონის ციხე-სიმაგრე", ი. ოტჩენნაშეკის "რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი", კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"; ბათუმის თეატრში: ა. შერვაშიძის "კლდის სიმღერა", ა. წერეთლის "კინტო", ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიოანი", ა. ჟერის "მეექვსე სართული", ი. ზაკისა და ა. კუზნეცოვის "ფეხბურთელები"; გრიბოედოვის თეატრში: ე. შვარცის "ჩრდილი"; რუსთავის თეატრში: ა. ზურაბოვის "ლიკა"; ცხინვალის თეატრში: გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", მ. ელიოზიშვილის "ყველგან, ყველასათვის"; რიგის მოზარდ მაყურებელთა თეატრში: ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს", უ. შექსპირის "ჰამლეტი". მისი პერსონალური ნამუშვრების გამოფენები მოეწყო თბილისის მხატვრის სახლში 1989 წელს და მოსკოვში, არბატზე, საქართველოს წარმომადგენლობის "მზიურის" საგამოფენო დარბაზში 1990 წელს.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.53

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: