The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სტეპკო გრიქუროვი

ოფიციალური სახელი:სტეფანე გრიქუროვი
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1896
გარდაცვ. თარიღი:1984  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი. 

დაამთავრა თბილისის კომერციული სასწავლებელი. 

1921 წელს სცენაზე პირველად გამოვიდა გორის მუშათა თეატრთან არსებული დრამწრის წარმოდგენაში. მუშაობდა ჯერ სცენის მოყვარედ, ხოლო შემდეგ მსახიობად გორის სახელმწიფო თეატრში. მის მიერ შექმნილი სცენური სახეებიდან აღსანიშნავია: მაზუთიანი, ავეტიკა (ავქ. ცაგარლის "ციმბირელი" და "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"), ბესო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ლომკაცა, გენერალი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება" და "ყვარყვარე თუთაბერი"), მელნიკოვი (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), კესლერი (კ. სიმონოვის "რუსეთის საკითხი"), ბაზილი (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება") და სხვა. 

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.36

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: