The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა გაბელაია

შოთა გაბელაია
დაბადების თარიღი:3 ივლისი, 1936
გარდაცვ. თარიღი:19 ნოემბერი, 1979  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა, თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1968წწ. სოხუმის თეატრის მსახიობი იყო. 1969 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია, სოხუმის თეატრში: ველოსიპედკინი (ვ. მაიაკოვსკის "აბანო"), ფოსტალიონი (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), წრუწუნა (ვაჟა-ფშაველას "დაბურული ტყის ზღაპარი"), სკაპენი (მოლიერის "სკაპენის ოინები"), ბიმურზა (შ. დადიანის "თეთნულდი"), ჯაბანა (დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი") და სხვა. გადაღებულია 20 ფილმში. კინო როლებიდან აღსანიშნავია: საჩინო ("ესკულაპეს მოწაფე"), ვალოდია ჯინჭარაძე ("არაჩვეულებრივი გამოფენა"), ესტატე ღლონტი ("ციმბირელი პაპა"), დეზერტირი ("წუთისოფელი"), მეორე მწვრთნელი ("ფეოლა"), მასხარა ("ძველი კოშკი"), არისტო ("სამანიშვილის დედინაცვალი"), ქუჩაია ("ყვარყვარე"), ბულია ("გასეირნება თბილისში") და სხვა. ნაყოფიერად მოღვაწეობდა ესტრადაზეც. მისმა სატირულმა პროგრამამ "მხიარულ ტალღაზე" მთელი საქართველო მოიარა და მრავალი თაყვანისმცემელი შესძინა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.38; ეროვნული ფილმოგრაფია : geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - აფხაზეთის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: