The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მგელაძე

დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:1974  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

1926 წელსსწავლობდა დ. კობახიძის ხელმძღვანელობით არსებულ პროლეტკულტურის სტუდიაში, ხოლო 1927-1930წწ. რუსთაველის თეატრის სტუდიაში.

სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რაიონულ თეატრში. 1915 წელს კინოსტუდიაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სოხუმის (1930-1931), ზუგდიდის (1931-1932), ქუთაისის (1932-1933) თეატრებში. 1934 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სოხუმის თეატრში ლარბი (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), კარლოსი (შილერის "ყაჩაღები"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ირაკლი (შ. დადიანის "კაკალ გულში"), გიჟუა (ავქ. ცაგარლის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"); ზუგდიდის თეატრში: მირიანი (პ. სამსონაძის "სალტე"), ემიგრანტი (ხოზიკას "ხოჭოების დოღი"), იჩო (გრ. რობაქიძის "ლამარა"), გიგუა (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"); ქუთაისის თეატრში: ლევანი (ვ. გაბესკირიას "ლაქაშებს შორის"), კოლმეურნეობის თავჯდომარე (გ. ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ"), იასონი (ე. ნინოშვილის "ქრისტინე"), ბუხუტია (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"); მარჯანიშვილის თეატრში: მეხუზლა, ტარიელი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", "მოსამართლე"), ამერიკელი, კარაპეტა (ი. ვაკელის "შური" და "შამილი"), გიჟუა (ავქ. ცაგარლის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"), ყორჩიხანი (უ. ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), გასტონი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე") და სხვა. კინოფილმებში განასახიერა: სიმონ მაყაშვილი ("ბაში-აჩუკი"), პოეტი ჯავახიშვილი ("დავით გურამიშვილი"), პროფესორი ("თოჯინები იცინიან") ვეზირი ("მამლუქი") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.41; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი -  www.geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: