| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ მგელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 1926 წელსსწავლობდა დ. კობახიძის ხელმძღვანელობით არსებულ პროლეტკულტურის სტუდიაში, ხოლო 1927-1930წწ. რუსთაველის თეატრის სტუდიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რაიონულ თეატრში. 1915 წელს კინოსტუდიაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სოხუმის (1930-1931), ზუგდიდის (1931-1932), ქუთაისის (1932-1933) თეატრებში. 1934 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სოხუმის თეატრში ლარბი (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), კარლოსი (შილერის "ყაჩაღები"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ირაკლი (შ. დადიანის "კაკალ გულში"), გიჟუა (ავქ. ცაგარლის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"); ზუგდიდის თეატრში: მირიანი (პ. სამსონაძის "სალტე"), ემიგრანტი (ხოზიკას "ხოჭოების დოღი"), იჩო (გრ. რობაქიძის "ლამარა"), გიგუა (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"); ქუთაისის თეატრში: ლევანი (ვ. გაბესკირიას "ლაქაშებს შორის"), კოლმეურნეობის თავჯდომარე (გ. ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ"), იასონი (ე. ნინოშვილის "ქრისტინე"), ბუხუტია (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"); მარჯანიშვილის თეატრში: მეხუზლა, ტარიელი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", "მოსამართლე"), ამერიკელი, კარაპეტა (ი. ვაკელის "შური" და "შამილი"), გიჟუა (ავქ. ცაგარლის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"), ყორჩიხანი (უ. ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), გასტონი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე") და სხვა. კინოფილმებში განასახიერა: სიმონ მაყაშვილი ("ბაში-აჩუკი"), პოეტი ჯავახიშვილი ("დავით გურამიშვილი"), პროფესორი ("თოჯინები იცინიან") ვეზირი ("მამლუქი") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.41; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი - www.geocinema.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

