შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ხაშურის რაიონი. 1944-1949წწ. მუშაობდა ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში. 1949 წლიდან ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ღვთისო (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ონისე (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), გაბრო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), როდამიშვილი (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), ჩოლოყაშვილი (აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ბობჩინსკი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), გიქო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), არქიფო (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), ბეჟანა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.42 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |