The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ გასიევი

ოფიციალური სახელი:ივანე ხელაძე
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური. 

დაამთავრა ცხინვალის ქართული საშუალო სკოლა 1956 წელს; 1963-1968წწ. სწავლობდა ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

სცენაზე პირველად გამოვიდა სასკოლო წარმოდგენაში. შემდეგ ხელმძღვანელობდა იმავე სკოლის დრამწრეს. 1950 წელს მიიწვიეს ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო თეატრში გ. ნახუცრიშვილის "კომბლეში" კოწოს როლის შესასრულებლად. ამის შემდეგ მას თეატრში მუშაობა აღარ შეუწყვეტია, თავდაპირველად სტატისტად, 1954 წლიდან კი მსახიობად. თეატრში ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში ნათამაშები აქვს 150-ზე მეტი მთავარი და ეპიზოდური როლი. მათ შორის აღსანიშნავია: ზურაბი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), გოგი (ე. ნინოშვილის "ქრისტინე"), ძიუ (გ. პლიევის "ჩერმენი"), ქერუბინიო (პ. ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), სამსონი (აკ. წერეთლის "კინტო"), ნიკოლო (ავქ. ცაგარლის "ციმბირელი"), სკაპენი (მოლიერის "სკაპენის ოინები"), ზურიკელა, ტიგრან გულოიანი, აგიტატორი, ჰიტლერი, სტუდენტი (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "საბრალდებო დასკვნა", "ხატია ხედავს მზეს") და სხვა. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. მას ნათარგმნი აქვს ოსურიდან ქართულად გ. ხუგაევის პიესა "სათტი და ბათტი" ს. სალამოვის "სარმათი და მისი შვილები", ლექსები და იგავები.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.46;  წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.278

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: