The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან იზორია

ლევან იზორია
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1974  (44 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი 1996 წელს; გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 1999 წელს; გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა 2002 წელს.

1995-1998წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის მასწავლებელი; 1999-2002წწ. გერმანიის ქალაქ გოტინგენის სახელმწიფოს მოძღვრებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე; 2002-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის დოცენტი; 2002 წლიდან - საქართველოს მეცნიერების აკადემიასთან არსებული თ. წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2002-2003წწ. სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების სახელმწიფო კომისიის კოორდინატორი; 2003-2004წწ. გერმანიის კონრად-ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში; 2004-2006წწ. შსს აკადემიის რექტორი; 2006-2007წწ. საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; 2007-2009წწ. მეცნიერ-მკვლევარი, პროფესორი შპაიერის გერმანული საჯარო ადმინისტრაციის კვლევის ინსტიტუტში (ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდიატი); 2009-2010წწ. კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2009-2011წწ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2010-2011წწ. წლის ივლის-აგვისტოში მეცნიერული მივლინება ჰაიდელბერგის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში; 2011-2014წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2014 წლიდან საქართველოს შსს-ს აკადემიის სრული პროფესორი; 2012-2015წწ. საქართველოს შს მინისტრის მოადგილე; 2015-2016წწ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2016 წლიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 1999 წლიდან სამართლის მაგისტრი (გერმანია, უმაღლესი შეფასებით); 2002 წლიდან სამართლის დოქტორის ხარისხი (გერმანია, უმაღლესი შეფასებით).

წყარო:საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი : mod.gov.ge


გააზიარე: