The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე გურგენაშვილი

ივანე გურგენაშვილი
Date of birth:10 January, 1924
Date of death:2005  (at 80 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნადარბაზევი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს.

1952-1974წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "თბილმეტრომშენში"; 1974-1975წწ. თბილისის სამშენებლო ტრესტ "იჟმშენის" N5 სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ამავე სამმართველოს უფროსად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N15 სამშენებლო ტრესტის N3 სამმართველოს მთავარი ინჟინერი, ამავე ტრესტის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და სარემონტო სამმართველოს უფროსი; 1975-1994წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1994-2005წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენის, ფიზიკის ინსტიტუტის კოსმიური სხივების შემსწავლელი ლაბორატორიის (ბაკურიან-ცხრაწყაროზე), საცხოვრებელი სახლების (მეტრომშენის დასახლებაში, დიღმის მასივის I-II კვარტალებში), საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს N4 სამმართველოს რიგი ობიექტებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობაში; იყო არაერთი ჯილდოს მფლობელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.174

Awards and Honors

  • შრომის ვეტერანი
  • II მსოფლიო ომის ვეტერანი

Share: