Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ გურგენაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს. 1983-1989წწ. ხელმძღვანელობდა ფოთის ელექტრომანქანური გამაძლიერებლების ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილებას, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქელექტრომონტაჟრემმშენის" ფოთის უბანსა და სამმართველოს; 1989-1992წწ. იყო ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1994წწ. მუშაობდა იმავე აღმასკომის კომუნალური მეურნეობის უფროსის მოადგილედ; 1994-1996წწ. ფოთის მერიის სამეურნეო და ქალაქის საგადასახადო სამსახურის უფროსად; 1996-2003წწ. ფოთის მერის პირველი მოადგილედ; 2005-2007წწ. მუშაობდა შპს "ფოთიავტოტრანსავტოს" დირექტორად; 2010 წელს სათავეში ჩაუდგა შპს "ფოთიინტერავტოტრანსს"; ხელმძღვანელობდა ფოთის ელექტრომექანიკური და გემთმშენებელი ქარხნების, ქარხანა "ფოთიელექტროაპარატის", ბათუმის ელექტრომექანიკური და ტრანსფორმატორების ქარხნების, ხონის ქარხანა "პოლიმერკონტეინერის", სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს ბიჭვინთის დასასვენებელი კომპლექსის სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოებს, ფოთის საზღვაო ვაჭშრობის სამმართველოს, ადმინისტრაციული შენობისა და წყალსათხილამურო კომპლექსის, ქალაქის მაღლივი საცხოვრებელი კორპუსების, სამრეწველო და სავაჭრო ობიექტების მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.174-175 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |