Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ გურგენიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1947 წელს. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქწყალპროექტში" ინჟინრად, სიონის წყალსაცავის ხელოვნური ნაგებობების პროექტირების ჯგუფის ხელმძღვანელად; საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორად; 1960 წლიდან საქართველოს წყალთა მეურნეობის მინისტრის მოადგილედ; 1963 წლიდან კი მინისტრის პირველ მოადგილედ; კურირებდა წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობას საქართველოში; 1978 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მუშაობდა მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.175; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.285 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |