The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ხვიტია

მიხეილ ხვიტია
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:1994  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეოპნი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია პროფესორ ა. ციმაკურიძის კლასი 1948 წელს.

1949 წლიდან მონაწილეობს საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებზე. მისი შემოქმედების ძირითადი თემაა საქართველოს ბუნება. მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: "ქართლის პეიზაჟი" (1956), "გაზაფხულის მოლოდინი" (1952, ორივე საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო, თბილისი), "შემოდგომა სამეგრელოში" (1961), "გაზაფხული" (1968, ორივე საქართველოს  სურათების გალერეა, თბილისი) და სხვა. პერსონალური გამაფენა: საქართველოს ეროვნული გალერეა (თბილისი, 1994); ჯგუფური გამოფენები: ვისტა გალერეა (ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ, 1998, 1996, 1992), რესპუბლიკური და საკავშირო გამოფენები(1949-1994), ლაგერქვისტის გალერეა (ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ, 1991), ვოლფის სააუქციონო გალერეა (კლივლენდი, ოჰაიოს შტატი, აშშ, 1989); მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული გალერეა (თბილისი), ქუთაისის მუზეუმი, სახალხო მეურნეობის მიღწევათა მუზეუმი (რუსეთი), კერძო კოლექციები - საქართველო, რუსეთი, ავსტრია, ჰოლანდია, გერმანია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.477; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: www.art.gov.ge; მსოფლიო მხატვრობა - World Art :  www.facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: