შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963 წლიდან მუშაობდა ტრესტ "თბილგვირაბმშენის" სისტემაში: რკინაბეტონის ქარხნის ცვლის, პოლიგონის, საგვირაბო რაზმის ცვლისა და უბნის უფროსად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილებისა და საგვირაბო რაზმის უფროსის მოადგილედ; 1980-1998წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსა და სახელმწიფო კანცელარიაში უფროსი რეფერენტი, განყოფილების გამგის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი და განყოფილების გამგე; 1998-2009წწ. იყო "თბილმეტრომშენის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; მისი უშუალუ მონაწილეობით აიგო და საექსპლუატაციოდ გადაეცა თბილისის მეტროპოლიტენის პირველი და მეორე რიგის ძირითადი ობიექტები, მათ შორისა: საბურთალოს ხაზის მონაკვეთი და სადგური "ვაჟა-ფშაველა" (2000), მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკა და არაერთი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი; დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.175; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.212 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |