Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით გურგენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963 წლიდან მუშაობდა ტრესტ "თბილგვირაბმშენის" სისტემაში: რკინაბეტონის ქარხნის ცვლის, პოლიგონის, საგვირაბო რაზმის ცვლისა და უბნის უფროსად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილებისა და საგვირაბო რაზმის უფროსის მოადგილედ; 1980-1998წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსა და სახელმწიფო კანცელარიაში უფროსი რეფერენტი, განყოფილების გამგის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი და განყოფილების გამგე; 1998-2009წწ. იყო "თბილმეტრომშენის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; მისი უშუალუ მონაწილეობით აიგო და საექსპლუატაციოდ გადაეცა თბილისის მეტროპოლიტენის პირველი და მეორე რიგის ძირითადი ობიექტები, მათ შორისა: საბურთალოს ხაზის მონაკვეთი და სადგური "ვაჟა-ფშაველა" (2000), მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკა და არაერთი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი; დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.175; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.212 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |