The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ხვიჩია

დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 1985  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი 1931 წელს.

მუშაობა დაიწყო სამთო-მეტალურგიულ ინსტიტუტში პედაგოგად. 1951-1956 წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტის დეკანი; 1951-1983 წწ. შავი ლითონების მეტალურგიული კათედრის გამგე; 1983 წლიდან კათედრის პროფესორ-კონსულტანტი. მისი შრომები ძირითადად ეხება საკაზმე მასალების მომზადებისა და გადამუშავების საკითხებს (1971-1977 ხელმძღვანელობდა შავი ლითიონების მეტალურგიულ კათედრასთან არსებულ ამავე პროფილის საპრობლემო ლაბორატორიას). მეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1060).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.477

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: