The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გურგენიძე

დავით გურგენიძე
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

განათლება:

1981-1983 წწ. ქ. მოსკოვის ვ.ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ფაკულტეტი; 1983-1987 წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. 1999-2001 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, სამოქალაქო სამართლის მაგისტრი. 2005 წწ. - საქართველოს გ. ჩოგოვაძის სახელობის ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტი.

სამეცნიერო ხარისხი და წოდება:

2023 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი; 2021 წლიდან სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; 2021 წლიდან უკრაინის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; 2021 წლიდან საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი; 2020 წლიდან ბელოსტოკის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (პოლონეთ); 2019 წლიდან აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი (სომხეთის რესპუბლიკა); 2019 წლიდან საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი; 2011-2019 წწ. - საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი; 2006 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი; 2005 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, წევრ-კორესპონდენტი.

სამუშაო გამოცდილება:

2023 წელი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი; 2023 წელი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი; 2023 წელი - საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე; 2022 წლიდან,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის N 02/30 ბრძანებით - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის ასოცირებული წევრი; 2022 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2021-2022 წწ., საქართველოს პრეზიდენტის N 01/10/01 განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის წევრი; 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი; 2020 წლიდან აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი; 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარე; 2017 წლიდან საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2017 წლიდან საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2017-2020 წწ. - სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი; 2017-2018 წწ. - სტუ-ის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „ჰიდროინჟინერიის“ - ხელმძღვანელი; 2015-2017 წწ. - სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2013-2015 წწ. - სტუ-ის სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი; 2013 წლიდან, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი; 2012-2013 წწ. - სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი; 2006-2007 წწ. - სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, თბოტექნიკისა და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი; 2005-2011 წწ. - საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩეველი; 2002-2005 წწ. - სტუ-ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის მეცნიერი-თანამშრომელი; 2001-2004 წწ. - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; 2001-2003 წწ. - სტუ-ის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე; 1998-2001 წწ.  სტუ-ის წარმოებისა და ბიზნესის ხელშემწყობი "TEMPUS TACIS"-ის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი; 1997-2001 წწ. - სს "მერკური-92", გენერალური დირექტორი (ქ. თბილისი); 1997-1998 წწ. - სტუ-ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის გამგის მოადგილე; 1994-1996 წწ. - თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტი, მეცნიერი-თანამშრომელი (სახელშეკრულებო თემა) (ქ. მოსკოვი); 1994-1996 წწ. - სს "ზოდიაქო და კ" კონცერნის თავმჯდომარე (ქ. მოსკოვი); 1993-1997 წწ.Ltd D.I.V.A. გამგეობის თავმჯდომარე (ქ. ვენა, ავსტრია); 1992-1994 წწ. - სს "ზოდიაქოს" პრეზიდენტი (ქ. მოსკოვი); 1990-1993 წწ. - სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "კომპლექსის" გენერალური დირექტორის მოადგილე (ქ. თბილისი); 1986-1989 წწ. - სპი-ის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, სპი-ის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილე, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეცნიერებისა და ტექნიკის განყოფილების გამგე; 1983-1987 წწ. ენგურჰესის მშენებლობა, სამშენებლო რაზმების მეთაური, 1980-1980 წწ. - ქ. მცხეთის სამრეწველო კომბინატის მუშა.

პროფესიული გამოცდილება:

პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ დადგმული სიმძლავრეების (ჰიდროენერგეტიკული, ჰიდრომელიო­რაციული ჰიდროკვანძებისა და თბოელექტროსადგურების) საექსპლუატაციო ანალიზსა და მონიტორინგს, აგრეთვე სხვადასხვა ენერგეტიკული, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტის მშენებლობა-რეკონსტრუქციაში მონაწილეობას.

დავით გურგენიძის გამოგონებები:

Патент на изобретение. Корреляционный анализатор, 2003г. №2200273 Соавторы: Суворов А.Л., Быков Ю.П., Климиашвили Л.Д.;

პატენტი გამოგონებაზე. კალაპოტქვეშა წყალმიმღები ნაგებობა. 2022 წ. პატენტის ნომერი P 2022 7361. თანაავტორები: დ. გურგენიძე, ლ. კლიმიაშვილი, გ. ომსარაშვილი.

გამოცემები:

სახელმძღვანელო - 7;

მონოგრაფია - 10;

ენციკლოპედიური ლექსიკონი - 1 (V ტომი);

დამხმარე სახელმძღვანელო - 8;

სამეცნიერო-კვლევითი სტატიები - 77

ბიბლიოგრაფია

სახელმძღვანელოები:
წყალმომარაგებისა და წყალარინების საფუძვლები: სახელმძღვანელო (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა) -(თანაავტორი) - სტუ, თბილისი, 2012 წ. 372 გვ. ISBN 978-9941-20-083-0;
სამშენებლო მასალათმცოდნეობა: სახელმძღვანელო - (თანაავტორი ) -  სტუ, თბილისი, 2017 წ. 160 გვ. ISBN 978-9941-20-640-6;
ბეტონები, ტექნიკური მოთხოვნები, გამოცდის მეთოდები ევროპულ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობით: სახელმძღვანელო (თანაავტორი) - სტუ, თბილისი, 2017 წ. 102 გვ. ISBN 978-9941-20-817-1;
არქიტექტურული მასალათმცოდნეობა: სახელმძღვანელო (თანაავტორი) - სტუ, თბილისი, 2018 წ. 247 გვ. ISBN 978-9941-20-976-5;
ცემენტები, ტექნიკური მოთხოვნები, გამოცდის მეთოდები ევროპელ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობით: სახელმძღვანელო (თანაავტორი)  - სტუ, თბილისი, 2019 წ. 190 გვ. ISBN 978-9941-28-447-2;
ბეტონმცოდნეობა: სახელმძღვანელო (თანაავტორი) - სტუ, თბილისი, 2021 წ. 255 გვ. ISBN 978-9941-28-725-1;
ზოგადი ჰიდროლოგია: სახელმძღვანელო (თანაავტორი) - სტუ, თბილისი,  2022 წ. 275გვ. ISBN 978-9941-28-894-4;
მონოგრაფიები:
ენერგეტიკული ობიექტების ჰიდროეკოლოგიის ასპექტები: მონოგრაფია (თანაავტორი) - სტუ, თბილისი, 2006 წ. 180 გვ. ISBN 99940-48-45-7;
ენერგეტიკული ობიექტების ეკოლოგიური დაცვა: მონოგრაფია (თანაავტორი) - სტუ, თბილისი, 2006 წ. 178 გვ. ISBN 99940-57-57-X; 
ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები: საქართველოში: მონოგრაფია (თანაავტორი)- სტუ, თბილისი, 2020 წ. 255 გვ. ISBN 978-9941-28-630-8
ბუნებრივი რესურსების  ინტეგრირებული მართვის ეკოლოგიურ-ეკონომიკური თეორიის საფუძვლები: მონოგრაფია (თანაავტორი)-  სტუ, თბილისი, 2022 წ. 232 გვ. ISBN 978-9941-28-869-2;
ბიორესურსები და პერსპექტივები საქართველოში: მონოგრაფია (თანაავტორი) -საქართველოს მაცნე, 2022 წ. 428 გვ. ISBN 978-9941-16-823-9;
ბლანტი სითხეების ჰიდროდინამიკური პროცესები მილსადენებში მათი ეკოლო­გიური და ეფექტიანი მართვის ასპექტები: მონოგრაფია (თანაავტორი) - სტუ, თბილისი, 2022 წ. 200 გვ. ISBN 978-9941-28-916-3;
ჰიდრორესურსების დაცვის საინჟინრო სისტემები. პროცესების მართვა და მონიტორინგი: მონოგრაფია (თანაავტორი)  - სტუ, თბილისი, 2022 წ. 318 გვ.  ISBN 978-9941-28-921-7;
Technical Systems to Protect Water Resources Process Management and Monitoring - საგამომცემლო სახლი „Nova“ აშშ, 2023. 296 გვ. 
სტატიების მონოგრაფიული კრებული:
Показатели надежности элементов системы водоснабжения - მონოგრაფიების სერიიდან „გარემოს დაცვის კოლოგია". (თანაავტორი) - სტუ თბილისი, 2019წ. 122-135 გვ. ISBN 978-9941-28-425-0 (все тома) (PDF)
ISBN 978-9941-28-485-4 (том I) (PDF);
Вероятностные показатели надежности основных устройств водонасосной станции. - მონოგრაფიების სერიიდან "გარემოს დაცვის  ეკოლოგია": (თანაავტორი) - სტუ, თბილისი, 2019წ. 122-135 გვ. ISBN 978-9941-28-425-0 (все тома) (PDF)
ISBN 978-9941-28-485-4 (том I) (PDF);
Трансграничные реки: проблемы и решения - მონოგრაფიების სერიიდან "გარემოს დაცვის  ეკოლოგია": (თანაავტორი) - სტუ, თბილისი, 2019წ. 392-406 გვ.
ISBN 978-9941-28-425-0 (все тома) (PDF)
ISBN 978-9941-28-485-4 (том I) (PDF);
Экологическая надежность источников природных вод и методы принятия количественных показателей - მონოგრაფიების სერიიდან "გარემოს დაცვის  ეკოლოგია" - სტუ, თბილისი, 2019წ. 419-432 გვ.  ISBN 978-9941-28-425-0 (все тома) (PDF) ISBN 978-9941-28-485-4 (том I) (PDF)
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი -
ტომი I - 606 გვ., სტუ, თბილისი, construction.gtu.ge 2019 წ. (თანაავტორი) ISBN 978-9941-28-496-0 (ყველა ტომი) ISBN 978-9941-28-497-7 (I ტომი);
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი  ტომი II - 650 გვ., სტუ, თბილისი, construction.gtu.ge 2019 წ. (თანაავტორი)ISBN 978-9941-28-496-0 (ყველა ტომი)
ISBN 978-9941-28-498-4 (II ტომი)
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი  ტომი III - 600 გვ., სტუ, თბილისი, construction.gtu.ge 2019 წ. (თანაავტორი)ISBN 978-9941-28-496-0 (ყველა ტომი)
ISBN 978-9941-28-499-1 (III ტომი);
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი  ტომი IV- 485 გვ., სტუ, თბილისი, construction.gtu.ge
2019 წ. (თანაავტორი)ISBN 978-9941-28-496-0 (ყველა ტომი)
ISBN 978-9941-28-500-4 (IV ტომი)
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი  ტომი V - 454 გვ. სტუ, თბილისი, construction.gtu.ge 2019 წ. (თანაავტორი)ISBN 978-9941-28-496-0 (ყველა ტომი)
ISBN978-9941-28-501-1 (V ტომი)
დამხმარე ლიტერატურა:
Georgia Our Values Golden Book of Georgian Engineering - სტუ, თბილისი, 2015წ. 366 გვ. (თანაავტორი)  ISBN 978-9941-20-586-6;
ილია ვეკუა, ალექსი გორგიძე 110 - სტუ, თბილისი, 2017 წ. 76 გვ. (თანაავტორი)  ISBN 978-9941-20-952-9;
სამშენებლო კონსტრუქციების მდგომარეობის კვლევა: დამხმარე სახელმძღვანელო  (თანაავტორი) - სტუ, თბილისი, 2018 წ. 200 გვ. ISBN 978-9941-28-211-9;
რეკომენდაციები დამამთავრებელი ნაშრომის გაფორმებისათვის: დამხმარე სახელმძღვანელო  (თანაავტორი)  - სტუ, თბილისი, 2020 წ. 82 გვ. ISBN 978-9941-28-589-9;
ტექნიკური მექანიკის ზოგიერთი ცნებისა და ტერმინის ცნობარი: დამხმარე სახელმძღვანელო  (თანაავტორი) -  სტუ, თბილისი, 2020 წ. 112 გვ. ISBN 978-9941-28-591-2;
COVID-19: გამოწვევები. გლობალური და ევროპული ახალი სოციალური წესრიგი (ინტერვიუები და მოსაზრებები, იურგენ ჰაბერმასი, მარკუს გაბრიელი, ჯუდიტ ბატლერი, სლავიო ჟოჟეკი...): (თანაავტორი) - თბილისი, გამომცემლობა "მერანი" 2020 წ.  191 გვ. ISSN978-9941-25-779-7;
COVID-19: ვირუსოლოგიური იმპერატივი ადამიანის უფლებრივი, ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიური პრობლემები: (თანაავტორი) - თბილისი, გამომცემლობა "მერიდიანი"  2021 წ. 364 გვ. ISSN978-9941-34-087-1;
"ჩვენი ვანო"  - სტუ, თბილისი, 2021 წ. 276 გვ. ISBN 978-9941-28-859

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.175-176; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "საქართველოს მექანიკოსთა კავშირი" ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, სამეცნიერო კომიტეტის წევრი (2020-)
  • II საერთაშორისო სიმპოზიუმი - სეისმომედეგობა და საინჟინრო სეისმოლოგია, მოხსენებათა კრებული, თბილისი, სამეცნიერო კომიტეტის წევრი (2019-)
  • International Scientific Journal PROBLEMS OF MECHANICS, Scientific-Editoral bord (2020-)
  • Proceedings of II International Conference "SEISMIC – 2018", Scientific Committee (2018-)
  • Proceedings of the 12th International Conference on Contemporary Prob¬lems of Architecture and Constru¬ction (ICCPAC 2020), 25-26 Nov¬em¬ber, Saint Petersburg, Russia (2020-)
  • თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, სამეცნიერო კონფერენცია "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 100, საქართველოს ტექნიკური თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი - 20", საერთაშორისო პროგრამული კომიტეტის თავმჯდომარე (2023-)
  • პირველი საერთაშორისო კონფერენცია - უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია: სტანდარტები და გამოკვლევები IHE 2017, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი (2017-)
  • ჟურნალი "მეცნიერება და ტექნოლოგიები", სარედაქციო კოლეგიის თანათავჯდომარე (2020-)
  • ჟურნალი "მეცნიერება და ტექნოლოგიები", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2013-2020)
  • ჟურნალი "ჰიდროინჟინერია" თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამეცნიერო კომიტეტის წევრი (2013-)
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მსოფლიო და კავკასია", სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე (2021-)
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მსოფლიო და კავკასია", სარედაქციო კოლეგიის თანათავმჯდომარე (2021-)
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები", საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე (2023-)
  • საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ინოვაციები და თანამედროვე გამოწვევები, საერთშორისო სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე (2022-)
  • საერთაშორისო სამეცნირო კონფერენცია "გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები", სართაშორისო სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე (2020-)
  • სამეცნიერო ჟურნალი "ენერგია" N2 (98) 2021, საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი (2021-)
  • საქართველოს ინფორმატიზაციის სათავეებთან, სამეცნიერო სარედაქციო კოლეგიის წევრი (2017-)
  • საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის X საერთაშორისო კონფერენცია - თეზისების კრებული, ბათუმი. 2-6 სექტემბერი, სარედაქციო კოლეგიის წევრი (2019-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2023-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის მემატიანე, სარედაქციო კოლეგიის წევრი (2019-)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - მოვლენები და ფაქტები 2007-2017 წწ., სარედაქციო კოლეგიის წევრი (2018-)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული "შრომები", მთავარი რედაქტორი (2020-)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი "მშენებლობა", სამეცნიერო-სარედაქციო კოლეგიის წევრი (2017-)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია "ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში", სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე (2023-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია (2023 წლის 27 სექტემბერს საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდიუმმა დაჯილდოვა ბრინჯაოს მედლით)
    მეცნიერებისა და ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში გაწეული ღვაწლისთვის
  • 2023 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის მედალი
  • 2023 - დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედლი და დიპლომი (დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისში გადაეცა საზოგადოების უმაღლესი ჯილდო, იტალია)
    საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის
  • 2022 - ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენი – "დამსახურება ლიეტუვისთვის" რაინდის ჯვარი (2022 წლის 14 თებერვალს ლიეტუვის რესპუბლიკის კონსტიტუციის 84(22) მუხლის, სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონის მე-4(1) მუხლისა და პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას Nr 1K–863 განკარგულებით დაჯილდოვდა)
  • 2019 - საქართველოს დამსახურებული მშენებელი
  • 2007 - ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი "ოქროს ფრთა" პრიზიორი
    განსაკუთრებული საქველმოქმედო საქმიანობისათვის და კაცთმოყვარეობისათვის
  • 1999 - ღირსების ორდენი (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 დეკემბრის N1518 განკარგულებით)
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: