Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი გურგენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით. 1960 წელს მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენპროექტში" ჯერ რიგით ინჟინრად, შემდეგ კი - ჯგუფის ხელმძღვანელად; 1965 წლიდან წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოღვაწეობდა: ჯერ სამშენებლო ტრესტ "წყალმშენის" უფროს ინჟინრად, მოგვიანებით - ლაბორატორიის უფროსად, შემდეგ კი - ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1969-1972წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "წყალმშენის" N8 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1972 წელს მივლინებული იყო კუბის რესპუბლიკაში, როგორც მშენებელი და მთავარი კონსულტანტი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ორი მნიშვნელოვანი საირიგაციო კაშხალი "სუვენტუდი" და "ელპუნტო"; ამ კაშხლების მშენებლობის დროს გამოყენებული იქნა მის მიერ შემუშავებული რკინაბეტონის ახალი, არასტანდარტული კონსტრუქციები, რის შედეგადაც შემცირდა სამუშაოთა მოცულობა, გაუმჯობესდა ჰიდროკვანძებისა და კაშხლების ტექნიკური ექსპლუატაციის პირობები და ორივე კაშხლის მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდა. ამით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი დანაზოგი მიიღო და ამიტომაც მთავრობის ჯილდო დაიმსახურა; 1974 წელს, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ალაზანმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად დაინიშნა; 1977-1984წწ. საქართველოს კომპარტიის ბორჯომის რაიკომის პირველი მდივანი იყო; 1985 წლიდან სამელიორაციო მშენებლობის მთავარი სამმართველოს ("მთავარწყალმშენის") უფროსის პირველი მოადგილედ დაინიშნა; შემდგომ წლებში ჯერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს სამელიორაციო და ბუნების დაცვის განყოფილების უფროსად; 1987-1990წწ. - საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ; 2001 წელს ჩამოყალიბდა ფონდი "ბუნება, მოძრაობა, შენება", რომელშიც გამოჩენილი მეცნიერები და სპეციალისტები მიიწვია. ამ ფონდს სიცოცხლის ბოლომდე ხელმძრვანელობდა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.176-177; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.109 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |