შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ გუჯაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1946 წელს. 1946-1948წწ. მუშაობდა ქ. ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის კომუნალური მეურნეობის ინჟინრად, შემდგომ კი ტექნიკურ ზედამხედველად; 1948-1952წწ. იყო სახელმწიფო საპროექტო-კვლევითი ინსტიტუტ "ჩერნომორნპროექტის" ჰიდროტექნიკის ბიუროს ინჟინერი, ხოლო 1952-1955წწ. - პროექტის მთავარი ინჟინერი; 1955-1962წწ. მუშაობდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მთავარ ინჟინრად და კურირებდა მშენებლობას; 1962-1964წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ბათუმის ფილიალის პროექტის მთავარი ინჟინერი; 1964-1971წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1971-1985წწ. იყო ამავე ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.177 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |