შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის კინომსახიობთა სასწავლებელი 1939 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: თბილისის კინოსტუდიაში (1939-1941), თბილისის კინოსტუდიასა და შეთავსებით მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში (1946-1948), სოხუმის თეატრში (1948-1958), რუსთაველის თეატრში შტატგარეშე მსახიობად (1958-1959) და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობად (1969 წლიდან). მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია - მოზარდ მაყურებელთა თეატრში: კაპიტანი (ჟ. ვერნის, ა. დენერის "80 დღე დედამიწის გარშემო"), ვანია (ს. ანტონოვის "ჩვენი ახალგაზრდობა"), ბენვოლიო(უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ოსმა-აღა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"); სოხუმის თეატრში: ალექსანდრე (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), რევიმი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ფერდინანდო (ო. ბალზაკის "დედინაცვალი"), საბა ბერი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), მათია (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ჯიმშერი (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), ილინსკი (მ. მრევლიშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი") და სხვ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.58; სოსო კალანდაძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2004. - 19 ნოემბერი. - N269(4998). - 8გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |