The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოსო კალანდაძე

სოსო კალანდაძე
Legal name:იოსებ კალანდაძე
Date of birth:17 September, 1918
Date of death:November, 2004  (at 86 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის კინომსახიობთა სასწავლებელი 1939 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: თბილისის კინოსტუდიაში (1939-1941), თბილისის კინოსტუდიასა და შეთავსებით მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში (1946-1948), სოხუმის თეატრში (1948-1958), რუსთაველის თეატრში შტატგარეშე მსახიობად (1958-1959) და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობად (1969 წლიდან). მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია - მოზარდ მაყურებელთა თეატრში: კაპიტანი (ჟ. ვერნის, ა. დენერის "80 დღე დედამიწის გარშემო"), ვანია (ს. ანტონოვის "ჩვენი ახალგაზრდობა"), ბენვოლიო(უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ოსმა-აღა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"); სოხუმის თეატრში: ალექსანდრე (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), რევიმი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ფერდინანდო (ო. ბალზაკის "დედინაცვალი"), საბა ბერი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), მათია (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ჯიმშერი (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), ილინსკი (მ. მრევლიშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი") და სხვ. 

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.58; სოსო კალანდაძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2004. - 19 ნოემბერი. - N269(4998). - 8გვ.

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1954 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

Share: