The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი გაგუა

Date of birth:20 September, 1903  (121 years)
Date of death:19??
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბუკნარი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის წითელ თეატრთან არსებული სტუდია 1924 წელს და მოსკოვის ა. ზავადსკის თეატრალური სტუდია 1928 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: თბილისის წითელ (შემდგომში მუშათა, 1924-1927), სოხუმის (1928-1929), ქუთაისის (1930-1931, 1935-1937), მარჯანიშვილის (1931-1932), რადიოკომიტეტში დიქტორად და რეჟისორად (1932-1933), ბაქოს ქართულ (1933-1934), ქუთაისის წითელი არმიის (1934-1935), რუსთაველის (1937-1961) თეატრებში. 1946-1947 წლებში ხელმძღვანელობდა ბორჯომის თეატრს, შემდგომში მუშაობდა ცხინვალის თეატრის რეჟისორად. დ. გაგუა წლების მანძილზე იყო საზოგადოება "ცოდნის" წევრი და კითხულობდა ლექციებს თეატრალური ხელოვნების საკითხებზე: "ყოფაქცევა და მეტყველების კულტურა", "მხატვრული კითხვის საკითხები" და სხვ. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქუთაისის თეატრში - (შილერის "ყაჩაღები"); სოხუმის თეატრში - სიმონა (ეგ. ნინოშვილის "ჯანყი გურიაში"); მარჯანიშვილის თეატრში - წამყვანი (ნ. პოგოდინის "ფოლადის პოემა"), პროფესორი (ი. მიკიტენკოს "აანთეთ ვარსკვლავები"), სევასტი (პ. კაკაბაძის "ყვარყარე თუთაბერი"), ჭაღარა, კახა, გულბათი (კ. კალაძის "კაკალ გულში", "როგორ', "ხატიჯე"); რუსთაველის თეატრში-ანდუყაფარ ორბელიანი, თავადი (ს. შანშიაშვილის "არსენა", "კრწანისის გმირები"), დათიელა (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), სენატორი (შექსპირის "ოტელო"), ყარა-უსუფი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), შილინი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ამბაკო (გრ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), პროფესორი, ვარლამი (გ. ქელბაქიანის "გამოცდები" და "ახალგაზრდა მასწავლებელი") და სხვ. დ. გაგუას რეჟისორობით განხორციელდა შემდეგი სპექტაკლები: ბორჯომის თეატრში - ს. მთვარაძის "სახსოვარი, აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი", ეგ. ნინოშვილის" ქრისტინე"; ცხინვალის თეატრში - პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი" და სხვ.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.58-59

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: