შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი გუჯეჯიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N4 სამშენებლო სამმართველოში სპორტის სასახლის მშენებლობის სამშენებლო უბნის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; იყო სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სახლსაშენი კომბინატის მთავარი ინჟინერი, თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტის ბაზის უფროსი, N15 მსხვილპანელოვანი სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი და მმართველი; იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ყოფილი ორჯონიკიძის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტრესტ "ინჟმშენის" მთავარი ინჟინერი; 1978 წელს გადავიდა მოსკოვში, სადაც მუშაობდა "გლავმოსსტროის" სამშენებლო-საპროექტო გაერთიანების მთავარ ინჟინრად, მოგვიანებით - "გლავმოსსტროის" N7 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1983 წლიდან დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" მთავარ ინჟინრად, შემდეგ - მმართველად, იყო იმავე სამინისტროს N7 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენის" მმართველი; უშუალოდ მონაწილეობდა სპორტის სასახლის კომპლექსის მშენებლობაში; საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი მსხვილპანელოვან ბინათმშენებლობას და მის განვითარებას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.178 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |